აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით არსებული მდგომარეობა და სამომავლო საფრთხეებია შეფასებული. დოკუმენტის ერთი აბზაცი საქართველოს ეთმობა.
“საქართველოს ტერიტორიის 20%-ის განგრძობითი ოკუპაცია რუსეთის მხრიდან და მოსკოვის მცდელობა, ძირი გამოუთხაროს მის დასავლურ ინტეგრაციას, თბილისის დაუცველობის უმთავრეს წყაროდ დარჩება”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
რაც შეეხება შიდა პოლიტიკურ სიტუაციას:
“მოსალდნელია, რომ მმართველი “ქართული ოცნების” პარტია ოპოზიციის შევიწროებას და მისი ძალაუფლებისთვის ინსტიტუციური შეზღუდვების შემცირებას შეეცდება”.
ანგარიშში რუსეთის შიდა და საგარეო პოლიტიკაზეცაა საუბარი:
“მომავალი შესაძლო მმართველობის შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინი აგრესიულ და ოპორტუნისტულ საგარეო პოლიტიკას დაეყრდნობა, ხოლო საშინაო პოლიტიკა უფრო ავტორიტატული ექნება, რათა თავის მმართველობის გამოწვევებზე კონტროლი შეინარჩუნოს” – წერია ანგარიშში.