ახალი ამბები | ,

დირექტორი: მე–17 სკოლაში მოსწავლის გადახტომის ფაქტს დისციპლინური კომიტეტი შეისწავლის

14 თებერვალი, 2018 | | 1491
დირექტორი: მე–17 სკოლაში მოსწავლის გადახტომის ფაქტს დისციპლინური კომიტეტი შეისწავლის

თბილისის მე–17 სკოლის დირექტორმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ სკოლის ფანჯრიდან მოსწავლის გადახტომის ფაქტს სკოლის დისციპლინური კომიტეტი შეისწავლის.

დღეს, 14 თებერვალს, სკოლის მეორე სართულის ფანჯრიდან პირველკლასელი მოსწავლე გადახტა. როგორც სკოლის დირექტორმა მარიამ ჭელიძემ განაცხადა, მოსწავლეს საკლასო ოთახის კარი ჩაეკეტა, ოთახიდან ვერ გამოვიდა და ფანჯრიდან გადახტა.

6 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში წაიყვანეს. როგორც კლინიკის პრესსამსახურმა განგვიცხადა, ბავშვს მსუბუქი დაზიანებები აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი