ახალი ამბები

23 მილიონი ლარი 9 ახალი სკოლის მშენებლობისთვის

11 სექტემბერი, 2013 • 1306
23 მილიონი ლარი 9 ახალი სკოლის მშენებლობისთვის

საგარეჯოს რაიონის სოფელი ლამბალო, ქარელის რაიონის სოფელი აბანო, თეთრიწყაროს რაიონის სოფელი სამღერეთი, ზესტაფონის რაიონის სოფელი სვირი, მარნეულის რაიონის სოფელი დიოკნისი, მცხეთის რაიონის სოფელი მუხრანი და წილკანი, ჩოხატაურში, სოფელი წიფნარი და ახალქალაქში სოფელი ბუღაშენი – ეს ის სოფლებია, სადაც დაახლოებით ერთ წელიწადში ახალი სკოლები აშენდება. 

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, გიგა უმეკაშვილმა ჟურნალისტებს დღეს, 11 სექტემბერს ცხრავე სკოლის დეტალური პროექტი გააცნეს. 

 

“ახალი სკოლები ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს, უნდა ითქვას ისიც, რომ სპორტული მოედნები ისე არის დაპროექტებული, რომ საერთაშორისო ტურნირების მოწყობის საშუალებაც ექნებათ,”- განაცხადა თამარ სანიკიძემ. 

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით სკოლების რეაბილიტაცია და ახალი სკოლების მშენებლობა 2005 წლიდან დაიწყო. 

 

თამარ სანიკიძე
თამარ სანიკიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი