ახალი ამბები

როგორ დააკავეს სააკაშვილი – რესტორნის სათვალთვალო კამერის ჩანაწერი

13 თებერვალი, 2018 • 2151
როგორ დააკავეს სააკაშვილი – რესტორნის სათვალთვალო კამერის ჩანაწერი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინული ოპოზიციური პარტია “ახალი ძალების ტალღის” ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა იუთუბზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც კიევში არსებულ ქართულ რესტორან “სულუგუნში” მისი დაკავებაა ასახული.

ვიდეოზე, რომელიც რესტორნის სათვალთვალო კამერითაა გადაღებული, ჩანს,  როგორ შედიან სამართალდამაცავები რესტორნაში, ისინი გარკვეულ პირებს იატაკზე დაწოლას აიძულებენ, შემდეგ კი მიხეილ საააკშვილი ძალის გამოყენებით გამოჰყავთ.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საემიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა კიევში 12 თებერვალს დააკავეს და სპეცრეისით პოლონეთში გაამგზავრეს. ამავე უწყების თქმით, სააკაშვილი სწორედ იმ ქვეყანაში გაგზავნეს, სადაც  უკრაინაში შესვლამდე იმყოფებოდა. რეადმისიის პროცედურების მიხედვით, პირი იმ ქვეყანაში უნდა დააბრუნონ, საიდანაც მან არალეგალურად გადაკვეთა ქვეყნის საზღვარი.

მიხეილ სააკაშვილს არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს. მან საქართველოს მოქალაქეობაზე მაშინ დაკარგა, როდესაც ოდესის გუბერნატორის თანამდებობას დათანხმდა და უკრაინის მოქალაქე გახდა. უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან დაწყებული უთანხმოების შემდეგ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობაც ჩამოართვეს, როცა ის ქვეყანაში არ იმყოფებოდა. სააკაშვილი უკრაინაში პოლონეთ-უკრაინის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთის შედეგად დაბრუნდა 2017 წლის სექტემბერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი