ახალი ამბები

დისციპლინური გადაცდომისთვის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების ინსპექტორი დაითხოვეს

9 სექტემბერი, 2013 • 1204
დისციპლინური გადაცდომისთვის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების ინსპექტორი დაითხოვეს

“დავით ადვაძეს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება-ოპიუმის ჯგუფისა და ფსიქოტროპული ნივთიერება-ბენზოდიაზეპინების ჯგუფის მოხმარების ფაქტი.

 

გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით გაირკვა, რომ 2013 წლის 13 აგვისტოს,  მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დავით ადვაძე შეხვდა #8  დაწესებულებაში შესახლებულ მსჯავრდებულ ბ. ს.-ის ახლობელს, ვინმე გ.-ს, რომელმაც ადვაძეს ს.-სთვის მისატანად გადასცა პოლიეთილენის პარკში გახვეული ნარკოტიკული ნივთიერება “სირეცი“ და მისი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობის ლიმონმჟავა. 2013 წლის 13 და 14 აგვისტოს ადვაძემ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მოიხმარა პირადად. 2013 წლის 15 აგვისტოს, მერვე დაწესებულებაში მისვლისას, საკონტროლო გამშვებ პუნქტზე შემოწმებისას, ადვაძეს ჩამოერთვა 4 ცალი პოლიეთილენის პარკი, რომლებშიც მოთავსებული იყო ყავა, შაქარი და ლიმონმჟავა, რაზეც იმავე დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება. 2013 წლის 15 აგვისტოს დავით ალავიძე შემოწმდა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის  მეორე განყოფილების მიერ. დასკვნის თანახმად, დადგინდა ნარკოტიკული საშუალება-ოპიუმის ჯგუფისა  და ფსიქოტროპული ნივთიერება -ბენზოდიაზეპინების ჯგუფის მოხმარების ფაქტი”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

მათივე ინფორმაციით, #8 დაწესებულების ინსპექტორმა, დავით ადვაძემ თავის ახსნა-განმარტებაში დაადასტურა ზემოაღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერების მიღების ფაქტი.

 

სამინისტროში აცხადებენ, რომ დავით ადვაძე სისტემაში 2012 წლიდან მუშაობს. სისტემაში მუშაობის პერიოდში წახალისებული ან დისციპლინური წესით დასჯილი არ ყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი