“ძალიან კარგი ინიციატივა იყო ასეთი ვიზიტის ორგანიზება ამ ძალიან მნიშვნელოვან სამეცნიერო ცენტრში. მიაწვდიან შესაბამის ინფორმაციას თავიანთ ქვეყნებში არსებულ სამეცნიერო ცენტრებს მონაწილეობის მიღების წინადადებით. ეს არის ღია პროექტი, რომელშიც მონაწილეობა შეუძლია მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს. ისინი უკვე იმყოფებოდნენ რამდენიმე თვის წინ ამ ცენტრში, დაათვალიერეს. მე მათ შევხვდი, ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ ამ ცენტრის ხარისხით, მათ გამოთქვეს სურვილი, რომ გააგრძელონ ცენტრთან თანამშრომლობა. მოგეხსენებათ, დროდადრო, საკმაოდ ინტენსიურად გვესმის მოსკოვისგან ეჭვები იმის თაობაზე, რომ აქ რაღაც საშიშ მოძრაობებს აქვს ადგილი. ჩვენი პასუხი ისაა, რომ ის ღიაა ყველასთვის, ჩამობრძანდით, დაათვალიერეთ, მიიღეთ მონაწილეობა. თუ არ ვცდები, რუსი მეცნიერების ორი ჯგუფი იყო უკვე ჩამოსული, არის მუდმივი კონტაქტი რუსი მეცნიერებისა ლაბორატორიის ხელმძღვანელობასთან,” – განაცხადა მედიასთან საუბარში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველო-რუსეთის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ. 

 

2013 წლის მაისში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან განხორციელდა “რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის” ინტეგრაცია, რომელიც განსაკუთრებით საშიშ პათოგენებთან მუშაობის ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის თანამედროვე საერთაშორისო ცენტრს წარმოადგენს. 

 

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, აღნიშნულ ცენტრს “უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ეპიდზედამხედველობის, ფუნდამენტური და გამოყენებითი ბიო-სამედიცინო მეცნიერებების განვითარებისთვის. ცენტრის ძირითადი ფუნქციაა ლაბორატორიული ზედამხედველობა, განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა გამოვლენა და რეაგირება, ლაბორატორიული დიაგნოსტიკა და პრევენცია.”

 

 

 

 

 

დღევანდელი შეხვედრის დროს კომენტარი აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმაც გააკეთა. 

 

“საქართველომ უნდა იამაყოს ასეთი ლაბორატორიით. როდესაც ჩვენ გვეკითხებიან, რატომ აშენდა ის, პასუხი ასეთია: ამ ლაბორატორიამ ხელი უნდა შეუწყოს ადამიანსა და ცხოველებში ეპიდემიის გავრცელების თავიდან აცილებას. მას აქვს რეგიონული მნიშვნელობა და იმისთვის, რომ ის თვითკმარი გახდეს, საჭიროა ბევრი სამეცნიერო კვლევა ჩატარდეს”, – განაცხადა ნორლანდმა.

 

“მათ შორის მეზობელი ქვეყნებისთვის, მათ შორის რუსეთისთვის. აშშ-ს ეამაყება ამგვარი ლაბორატორიის აშენება. ეს არის სტრატეგიული თანამშრომლობის ნაწილი, შეიძლება ითქვას, ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რაც განხორციელდა საქართველოსა და აშშ-ს შორის”, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

 

ლუგარის ქართულ–ამერიკული ლაბორატორიის შექმნისთვის, რომელიც 2011 წელს გაიხსნა, აშშ–ის მთავრობამ 100 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *