ახალი ამბებირეკლამახელოვნება

პროექტ „12“-ის ფარგლებში არტისტებმა პეტრე ოცხელის ნამუშევრების ინტერპრეტაციები შექმნეს

12 თებერვალი, 2018 • 2419
პროექტ „12“-ის ფარგლებში არტისტებმა პეტრე ოცხელის  ნამუშევრების ინტერპრეტაციები შექმნეს

თიბისი ბანკის პროექტ „12“-ის ფარგლებში ახალგაზრდა არტისტების ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა.

წელს პროექტი „12“ ეძღვნება  ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილეს და მის ფარგლებში განხორციელებული მრავალეტაპიანი პროექტის დასკვნითი ნაწილია. ბანკის 25 წლის იუბილეს მთავარი კულტურული მოვლენა სწორედ პეტრე ოცხელისა და მისი ნამუშევრების პოპულარიზაციაა.

ციფრული ხელოვნება, ნეონი, ვიდეო-არტი, ანიმაცია, 3D ხელოვნება და სკულპტურული ინსტალაცია – ეს ის სახელოვნებო მიმართულებებია, რომელთა საშუალებითაც 12-მა ახალგაზრდა ქართველმა ხელოვანმა პეტრე ოცხელის ნამუშევრები გააცოცხლა და ახალი ფორმით წარადგინა.

უახლოეს პერიოდში პეტრე ოცხელის თემატიკაზე შექმნილი თანამედროვე ფორმატის ნამუშევრები ქალაქის რამდენიმე ადგილზე განთავსდება.

პროექტ „12“- ის ფარგლებში თიბისი ბანკი ფეი სტიკერების ახალ სერიასაც გამოუშვებს, სადაც პეტრე ოცხელის ნამუშევრების გარდა პროექტში ჩართული ახალგაზრდა არტისტების ნამუშევრებიც განთავსდება.

სპეციალურად პროექტისთვის შექმნილია ვებგვერდი www.12.ge-ც, სადაც შესაძლებელია როგორც პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და ნამუშევრების დათვალიერება, ისე ფეი სტიკერების შეკვეთა.

პროექტი „12“ წელს უკვე მეორედ ხორციელდება და ის მიზნად ისახავს ახალგაზრდა ხელოვანებისა და მათი ნამუშევრების პოპულარიზაციას.

წლევანდელ პროექტში მონაწილეობენ არტისტები: თემო მაჭავარიანი, მარიამ საშა, ნიკოლოზ კაპანაძე, გაჩა ბაქრაძე, თორნიკე ქარჩხაძე, გიორგი მიქიაშვილი, ქეთევან საქარელი, გიგი შუკაკიძე (Wunderwerk Architecture), ქეუ მეფარიშვილი, სალომე დუმბაძე, შალვა ცხოვრებაძე, გურამ ქვარცხალაია.

მასალების გადაბეჭდვის წესი