ახალი ამბები

ქუმსიშვილი ბადაგონის საქმესთან კავშირს უარყოფს

12 თებერვალი, 2018 • 1622
ქუმსიშვილი ბადაგონის საქმესთან კავშირს უარყოფს

„ბადაგონთან“ დაკავშირებით აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს – პირველ რიგში,  ჩემს მიმართ გამოთქმული ფრაზები არის აბსურდული და არასერიოზული“ – ამის შესახებ პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „ბადაგონთან“ დაკავშრებით განაცხადა.

„ჩემს მიმართ გამოთქმული ფრაზის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ იმ პერიოდში, როდესაც მე გახლდით ფინანსთა მინისტრი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შევიდა განცხადება – რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და ამაზე  მე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება ზოგად ფრაზას მთავრობასთან მიმართებაში, ამაზეც ანალოგიური დამოკიდებულება მაქვს – ჩვენ ვართ მთავრობა, რომელმაც ამ ქვეყანაში საკუთრების უფლება დაუბრუნა ფასი და ჩვენ ვართ მთავრობა, რომელმაც ბიზნესს მისცა თავისუფლება. ხოლო რაც ეხება უკვე თვითონ დისკრედიტაციის მცდელობას და შანტაჟს, მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ საგამოძიებო უწყებებს სიმართლის დადგენის მიმართულებით ასეთი ქმედებები ხელს ვერ შეუშლის“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ბადაგონის მფლობელის, გიორგი სალაყაიას ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ “ბადაგონის” საქმის უკან გავლენიანი პირები დგანან. ზაზა ხატიაშვილის თქმით, “ბადაგონის” საქმით ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი და ვიცეპრემიერი  და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი არიან დაინტერესბული. გიორგი სალაყაიას ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლას დავით ბეჟუაშვილისა და დიმიტრი ქუმსიშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს. ვლადიმერ ჯანჯღავას წარმომადგენელი დავით ბეჟუაშვილთან და ეკონომიკის მინისტრთან რაიმე კავშირს უარყოფს.

ვრცლად – ბადაგონის საქმე

ბადაგონის საქმე – ამჟამინდელ მფლობელს წილის მითვისებაში ადანაშაულებენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი