სომხეთის ქალაქ მასისის ლაბორატორიაში გაგზავნილი ჩაი შარდისგან ვერ გაარჩიეს და ლაბორატორიის ექიმებმა ჩაის სამედიცინო ანალიზი გაუკეთეს.
სომხური გამოცემა არმენპრესის ცნობით, მასისის საავადმყოფოს დირექტორმა ნუნე ავანესიანმა გამოსცადა ლაბორატორიის თანამშრომლები. ავანესიანმა განაცხადა, რომ მის მიერ გაგზავნილ ჩაის ლაბორატორიაში ანალიზი გაუკეთეს და დაადგინეს, თუ რა დაავადება სჭირდა მის მფლობელს.
“ლაბორატორიაში რამდენჯერმე ჩემი სისხლი ჩავაბარე სხვადასხვა პიროვნების სახელით და ყველა ჯერზე სხვადასხვა პასუხი მივიღე. ამავე ლაბორატორიაში ჩავაბარე ჩაის ფოთლების ნაყენი, როგორც შარდი, და მიიღე ანალიზის პასუხი, რომელშიც მიმოხილული იყო ანალიზის ყველა კომპონენტი: სისხლის წითელი უჯრედები, ლეიკოციტები, ეპითელიუმი”, – ამბობს ნუნე ავანესიანი.
დირექტორის თქმით, ანალიზის პასუხის მიხედვით, პიელონეფრიტი გამოიკვეთა. პიელონეფრიტის თირკმლის პათოლოგიაა.
ავანესიანის თქმით, ლაბორატორიის თანამშრომლები აქამდე რვაჯერ იყვნენ გაფრთხილებული. ამ შეცდომის გამო 15 თანამშრომლიდან 8 სამსახურიდან დაითხოვეს.