გამოძიების ცნობით, მალხაზ მიტიჩაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული მოქალაქის წარმომადგენელს, სამსახურებრივი მდგომარეობისა და მისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, დაზარალებულისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამძიმებული სამედიცინო დასკვნის დაჩქარებულ ვადებში გაცემას დაპირდა, რისთვისაც მან ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 4000 აშშ დოლარი.
მალხაზ მიტიჩაშვილი დაკავებულია.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე. გამოძებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
