შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ლატვიის გამოცდილების გაზიარებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. პრემიერებმა ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
საუბარი შეეხო, როგორც პოლიტიკური ურთიერთობების, ისე ეკონომიკურ, კულტურულ, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო თუ სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების საკითხებს. შეხვედრას ქართული დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრო.
