დახვედრის ცერემონია ბათუმის პორტში გაიმართა, რომელსაც ნატოს საზღვაო სარდლობის შტაბის წარმომადგენლები, საქართველოს შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ბათუმის მერი, ნატოს ოფისის და შსს-ს სანაპირო დაცვის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ვიზიტის ფარგლებში, გემების ეკიპაჟები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ძალების საზღვაო მყვინთავებთან ერთად ერთობლივ წვრთნებს ზღვის ფსკერზე ჩაატარებენ.
მსგავსი „საპორტო ვიზიტი“ საქართველო – ნატოს პარტნიორობის ისტორიის მანძილზე პირველად ხორციელდება და მიზნად ნატოს პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერას ისახავს.
ნატოს საზღვაო ჯგუფები მრავალეროვნული ინტეგრირებული ძალაა, რომელიც სხვადასხვა მოკავშირე ქვეყნების გემებისგან შედგება და ნატოს კონტროლის ქვეშ 6 თვის განმავლობაში იმყოფება. ისინი უზრუნველყოფენ ნატოს ძალების შესაძლებლობებს, როგორც მშვიდობის დროს, ასევე, კონფლიქტებისა და კრიზისის პერიოდში. ასევე, სოლიდარობის დემონსტრირების მიზნით ახორცილებენ გეგმიურ დიპლომატიურ ვიზიტებს სხვადასხვა ქვეყანაში.




