ახალი ამბები

ღარიბაშვილის თქმით, ე.წ. რეიდები ყოველთვის შეიძლება ჩატარდეს

5 სექტემბერი, 2013 • • 1199
ღარიბაშვილის თქმით, ე.წ. რეიდები ყოველთვის შეიძლება ჩატარდეს

“მე ვიცი, რომ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები ე.წ. რეიდებთან დაკავშირებით, მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ეს რეიდები არ ყოფილა რეიდები, ეს იყო გამკაცრებული პრევენციული ღონისძიებები, ერთკვირიანი. ამასთან დაკავშიებით ჩვენ ორჯერ  გავაკეთეთ განმარტება, ერთი- გუშინ და ერთი- დაახლოებით ერთი კვირის წინ. კიდევ ერთხელ მინდა აბსოლუტურად გულწრფელად ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას შექმნილი უხერხულობისთვის, მაგრამ აქვე მინდა დავამატო, რომ ჩვენ მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები ემსახურებოდა ისეთი მძიმე დანაშაულების გამოვლენას და აღკვეთას, როგორიც არის დიდი რაოდენობით ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის ამოღება, ნარკოტიკული საშუალებების გამოვლენა და სხვ. შესაბამისად, ის სპეკულაციები და ის ცინიზმი, რაც ჩვენ გვესმის უმცირესობისგან, არის უბრალოდ სასაცილო”, – განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, ის ყოველდღე ეცნობოდა გამოხმაურებას, როგორიც იყო- როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი:

 

“ამ ტიპის პრევენციული ღონისძიებები ყოველთვის შეიძლება გატარდეს. რა თქმა უნდა, საჭიროებს განმარტებას და კომუნიკაციას”, – აღნიშნა მინისტრმა დღეს, 5 სექტემბერს, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის განადგურების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი