მან 4 სექტემბერს ფეისბუქის გვერდზე პრეზიდენტთან ერთად გადაღებული სხვა ფოტოებიც გამოაქვეყნა. 11.15 საათზე ხაჩიძე წერს, რომ “მეტეოსადგურზე” ახლახანს დაბრუნდნენ.
ერთ-ერთ ფოტოზე ანდრეი ილარიონოვიცაა. ხაჩიძე წერს, რომ ილარიონოვი მათი სტუმარია.


მოლაშქრეთა ეროვნულმა ფედერაციამ 3 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მყინვარწვერის დასალაშქრად იმყოფება. ფედერაციის განცხადებით, უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. პრეზიდენტის პრესსამსახურში გუშინ ეს ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს.
პრეზიდენტი დღეს, თბილისში მიმდინარე ამბასადორიალზეც იმყოფებოდა, თუმცა მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.




