ახალი ამბები

კვირიკაშვილი: სოფლებში მინისაბაგირო გზების დამონტაჟება დავიწყეთ

7 თებერვალი, 2018 • 1670
კვირიკაშვილი: სოფლებში მინისაბაგირო გზების დამონტაჟება დავიწყეთ

საქართველოს ხელისუფლება მთიან სოფლებში მინისაბაგირო გზების დამონტაჟებას გეგმავს. ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრoბის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ აღმოაჩინა გერმანელი მწარმოებელი, რომელიც მინისაბაგიროებს აწარმოებს, რომელთა სიგრძე 300 მეტრამდეა, ღირებულება კი, დაახლოებით 25 ათასი ევრო.

როგორც კვირიკაშვილ განმარტავს, მინისაციგურაო საბაგიორო გზების საპილოტე პროექტი სვანეთში, კერძოდ კი, უშგულში, უშხვანარში, მაზერში, ეცერსა და დაბა ლენტეხში უკვე დამონტაჟებულია და პოპულარობით სარგებლობს. სწორედ ამიტომ, საბაგიროების დამონტაჟება სხვა მთიან რეგიონებშიც გაგრძელდება.

“ძალიან მარტივი კონსტრუქციაა. ჩვენ ამ პროექტს აუცილებლად გავაგრძელებთ მთიან რეგიონებში, სადაც გვაქვს თოვლი. საბაგიეროები მთელი ქვეყნის მასშტაბით ბავშვების გაჯანსაღებისთვისა და იმისთვის დამონტაჟდება, რომ ეს ბავშვები მოემზადონ, გაიზარდონ და გახდენენ ისეთივე სასახელო ოლიმპიელები, როგორი ოთხი ოლიმპიელიც ახლა გვყავს კორეაში, – განმარტავს კვირიკაშვილი.

მისივე თქმით, საბაგიერობი, როგორც მინიმუმ, ტურისტებს მოიზიდავს და მთაში მცხოვრებ ბავშვებს დამატებითი გართობის საშუალებას მისცემს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სპეციალური ინფრასტრუქტურის მომზდარება ზაფხულიდან დაიწყება.

“მთები არის ჩვენი სიმდიდრე და შესაძლებლობა, ამავე დროს, იმისათვის, რომ მთელი ქვეყანა დავმუხტოთ და ღვთისგან ბოძებული სიმდიდრის რელიზებას დავუჭიროთ მხარი,” – თქვა პრემიერმა და დასძინა, რომ ზაფხულში იგეგმება მთამსვლელთა ბილიკების მოწყობა, რომელთა გასწვრივ ასევე განვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურa, სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი