როგორც ელჩმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, ამ საკითხზე შეთანხმება უკვე მიღწეულია. დიპლომატი ადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქეები თბილისში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყებდან დახმარების შეთავაზება ნამდვილად მიიღეს, თუმცა 8 სექტემბერს საქართველოს მოქალაქეები საქართველოს საგარეო უწყების მიერ შეძენილი ავიაბილეთებით დაბრუნდებიან. რეისის მარშრუტი იქნება – დამასკო-ბეირუთი-სტამბული-თბილისი.
ელჩის თქმით, სტამბულში მათ დახვდება საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელი, რომელიც მათი თბილისში დაბრუნებას კოორდინაციას გაუწევს.
სირიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხი უკვე ორჯერ გადაიდო – 1 და 5 სექტემბერს.





