გამოყოფილი თანხა ფუკუსიმას ატომურ სადგურზე ბარიერების დასამონტაჟებლადაა გამიზნული, რათა რადიაქტიური წყალი ოკეანეში არ მოხვდეს. საუბარია 300 ტონა დაბინძურებულ წყალზე. წყლის გაჟონვის შესახებ აგვისტოს შუა რიცხვებში გახდა ცნობილი.
წყალი უფრო და უფრო მეტად ჟონავდა სადგურიდან, ამიტომაც იაპონიის მთავრობამ აუცილებლად მიიჩნია, რომ გარკვეული ღონისძიებები გამოეყენებინა, განაცხადა იაპონიის მთავრობის სპიკერმა იოშიჰიდე სუგამ.
2011 წელს ცუნამის შედეგად ფუკუსიმას გამაგრილებელი რეაქტორი დაზიანდა. ახლა წყალი გამოიყენება რეაქტორის გასაგრილებლად, თუმცა რადიოაქტიური წყლის შენახვა და დაცვა ახალ თავსატეხად იქცა.
მთავრობის ახალი გეგმის მიხედვით, რეაქტორის გარშემო ბარიერი დამონტაჟდება, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ რადიოაქტიური წყალი ოკეანეში არ მოხვდეს.
“მსოფლიო ყურადღებით აკვირდება, გავუმკლავდებით თუ არა სადგურზე წარმოქმნილ პრობლემებს, მათ შორის რადიოაქტიური წყლის საკითხს,”- განაცხადა იაპონიის პრემიერ- მინისტრმა, შინძო აბემ.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ კანდიდატ ქვეყნებს შორის იაპონიაა. მასპინძელი ქვეყანა უახლოეს დღეებში შეირჩევა.





