ახალი ამბები

ფრინველების საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო

3 სექტემბერი, 2013 •
ფრინველების საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო

 

დაკვირვების პუნქტები ბათუმის მიმდებარედ, სოფელ სახალვაშოსა და  ჩაისუბანშია. ფესტივალზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ასამდე მეცნიერი და  უცხოელი ტურისტი ჩამოვიდა. მიმდინარე წელს კი სულ 1000-მდე უცხოელს უმასპინძლეს, რომლებიც ფრინველებზე დაკვირვებით იყვნენ დაინტერესებულნი.

 

წლევანდელი ფესტივალის მხარდამჭერი და ორგანიზატორი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია. დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, ტურიზმის ამ სახეობის განვითარება რეგიონისათვის მნიშვნელოვანია. ფრინველების ფესტივალი პირველად 2012 წელს ჩატარდა.  წელს ფესტივალი გაიმართება კრაზანაჭამიას მიგრაციის კულმინაციის პერიოდში, როცა დღიურად 170 000-ზე მეტი კრაზანაჭამიას დაფიქსირებაა შესაძლებელი. გადამფრენი ფრინველების მიგრირების სეზონი  17 აგვისტოს დაიწყო და ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი