ახალი ამბები

გარემოს დაცვის მინისტრი: დამსვენებლებს ვურჩევ უახლოეს დღეებში პლაჟზე არ გავიდნენ

3 სექტემბერი, 2013 •
გარემოს დაცვის მინისტრი: დამსვენებლებს ვურჩევ უახლოეს დღეებში პლაჟზე არ გავიდნენ

“გაფრთხილებული იქნა არა მარტო ის ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული ამ პროცესში, არამედ მოსახლეობაც. ამ გაფრთხილების მიზანი გახლავთ ერთადერთი, რომ გაფრთხილდნენ, არ გავიდნენ სანაპირო ზოლზე, განათავსონ თავისი მანქანები თუ სხვა ქონება უსაფრთხო ადგილას,”- განუცხადა გოგალაძემ ჟურნალისტებს. 

საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის მხრიდან გავრცელებას იწყებს ბალტიის ზღვიდან გადმონაცვლებული ციკლონი და მასთან დაკავშირებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები.

 

აღნიშნული სინოპტიკური პროცესი გაგრძელდება 5 სექტემბრის გვიან საღამომდე და გამოიწვევს დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებას, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ დაწევას, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძალიან ძლიერ წვიმებს, ზოგან სეტყვას, ზღვის ძლიერ ღელვას და ცალკეულ მდინარეებზე ძლიერ წყალმოვარდნებს, გააქტიურდება ღვარცოფი და მეწყერსაშიში უბნები.

 

საქართველოს გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები, საჭიროების შემთხვევაში, ვითარებიდან გამომდინარე, საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი