1 255 მიმდევარი ინსტაგრამზე და დასპონსორებული პოსტები – ასეთია საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის ანგარიში ინსტაგრამზე. ფინანსთა მინისტრს ინსტაგრამზე ანგარიში 2018 წლის 12 იანვარს აქვს გახსნილი და დღემდე მხოლოდ 8 ფოტო უდევს. თითოეული ფოტოს ლაიქების ოდენობით თუ ვიმსჯელებთ, მინისტრი საკმაო თანხას ხარჯავს პოსტების რეკლამირებისათვის.
გარდა ინსტაგრამისა, მინისტრი პოსტებს ასპონსორებს ფეისბუქზეც. რა თანხა დახარჯა გასულ წელს და რა თანხას დახარჯავს 2018 წელს მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელებში რეკლამირებისათვის? – ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ფინანსთა სამინისტროდან დღეს გამოითხოვა.