როგორც “Wall Street Journal” იუწყება, “ევრაზიის საბაჟო კავშირში” გაწევრიანების შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა მოსკოვში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან 3 სექტემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სარქისიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა “ევრაზიის ეკონომიკური კავშირის” დამფუძნებელი ქვეყანაც იყოს.
“ამგვარად, სომხეთმა გადაწყვიტა, რომ გაწევრიანდეს “ევრაზიის საბაჟო კავშირში” და “ევრაზიის ეკონომიკური კავშირის” ჩამოსაყალიბებლად პრაქტიკული ნაბიჯები გადადგას,”- განაცხადა სარქისიანმა, იუწყება “Wall Street Journal.”
პუტინი მიესალმა სარქისიანის განცხადებას და დაამატა, რომ ერევნის მზადყოფნა, შეუერთდეს “ევრაზიის ინტეგრაციის პროცესს”, გააძლიერებს ორმხრივ ერთიერთობებს ორ ქვეყანას შორის.
2011 წელს რუსეთი, ბელორუსი და ყაზახეთი შეთანხმდნენ, რომ 2015 წლისთვის “ევრაზიის საბაჟო კავშირს” ევროკავშირის საპირწონე ორგანიზაციად, “ევრაზიის ეკონომიკურ კავშირად” გარდაქმნიან. კავშირის შექმნის ინიციატორი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია.





