“ბატონი ბიძინა არის ბრძენი ადამიანი. მან ყოველთვის ზუსტად იცის, რასაც აკეთებს. ასე რომ, მე ვერავითარ განმარტებას ვერ გავაკეთებ. ბატონმა ბიძინამ არაერთგზის დაამტკიცა, რომ ყველა მისი ნაბიჯი იყოს ზუსტად გათვლილი. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ ყველაფერს აკეთებს იმისათის, რომ კიდევ უფრო კარგად იყოს ჩვენი ქვეყანა და უკეთესად იცხოვროს ჩვენმა ხალხმა. მე უნდა ვთქვა იმ სპეკულაციების თაობაზე, რომ ბატონი ბიძინა მიდის ან მსგავსი რამ. მე მინდა შეგახენოთ ყველას, რომ ბატონი ბიძინა არასოდეს არ ყოფილა წასული. პირიქით, ის ყოველთვის იყო ქვეყნის გვედრით და ხალხის გვერდით. და ის ყოველთვის იქნება და დარჩება ხალხთან ერთად,”- განაცახდა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ განიხილება პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ივანიშვილის შემცველად მისი კანდიდატურა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ასე უპასუხა: “თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ხალხის სამსახურში და ქვეყნის სამსახურში.” 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *