ახალგაზრდა კაცი, რომელიც დღეს პეკინის ქუჩაზე შიშველი მოძრაობდა, საპატრულო პოლიციამ შეაჩერა და 200-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლით დაჯარიმდა.
სამართალდამცველებს მოქალაქემ განუმარტა, რომ დღეს უბრალოდ ტიტველი სიარული მოუნდა და იმიტომ გამოვიდა ქუჩაში ტანსაცმლის გარეშე. საპატრულო პოლიციისთვის მას წინააღმდეგობა არ გაუწევია და გამოწერილ ჯარიმასაც ადეკვატურად შეხვდა.
როგორც შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, პოლიციამ ახალგაზრდა კაცი მყისიერად შეამჩნია და შეაჩერა.
ქავერის ფოტო: მარი ბიფროსტი