ახალი ამბები

ივანიშვილი: აუცილებელია, რომ თავადაც მესიად არ ვიქცე

2 სექტემბერი, 2013 • 1177
ივანიშვილი: აუცილებელია, რომ თავადაც მესიად არ ვიქცე

“მე არაფერს ვერჩი პირადად მიხეილ სააკაშვილს ან სხვა რომელიმე პოლიტიკოსს. ჩემი მისიაა მესიების მისიების დასრულება საქართველოში. ამისათვის კი არსებული მესიის დამარცხება არ არის საკმარისი, – აუცილებელია იმის უზრუნველყოფაც, რომ თავადაც მესიად არ ვიქცე. ამიტომ მე უნდა წავიდე სწორედ ახლა”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

 

პრემიერის თქმით, მან საზოგადოებას შეთავაზა ევროპული ღირებულებების მატარებელი პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილის სახით, “რომელიც თავისუფალია ტრადიციული მესიანისტურ-ავტორიტარული მიდრეკილებებისგან.” 

 

ბიძინა ივანიშვილი /ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური
ბიძინა ივანიშვილი /ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური

ივანიშვილი მომავალი პრემიერის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ზოგადად ასე ახასიათებს მას:

 

“ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც საკუთარ გუნდსა და საზოგადოებას შევთავაზებ, გარწმუნებთ, ძალიან საინტერესო პიროვნება იქნება, რომელიც წარმატებით გაართმევს თავს მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი