კომპანიის მენეჯმენტი ამ საკითხზე სპეციალურ განცახდებას ავრცელებს:
OSMP–ის მენეჯმენტის განცხადებით, ბაზარზე საქართველოს ბანკმა კარტერული გარიგებებითა და კორუფციული ქმედებებით საგადახდო ბაზარზე მართლაც მონოპოლური სქემა შექმნა:”სხვადასხვა მაქინაციის საშუალებით მან ხელში ჩაიგდო თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის (მეტროპოლიტენი, ავტობუსები და მიკროავტობუსები) გადახდები და მილიონობით ლარს სწრაფი გადახდების მომსახურებისათვის თბილისის მეტროპოლიტენისგან და სატრასტორტო კომპანიიისგან ექსკლუზიურად იღებს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ რომ 2006 წელს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში საქართველოს ბანკის მიერ 2007 წელს სპეციალურად შექმნილმა შვილობილმა კომპანიებმა გაიმარჯვეს.”
„ნოვა ტექნოლოჯის“ ინფორმაციით საქართველოს ბანკი გადასახადის გადამხდელების მიერ გადახილი მილიონობით ლარს მისი კონკურეტნების საწინაამღდეგოდ კანონგარეშედ იყენებს. ბანკის მიერ ნულოვანი საკომისიო დაწესებულია მხოლოდ გადახდის ტერმინალებზე და მომხმარებლის მოტყუებაა, როცა აცხადებენ, რომ ერთი უდრის ერთს. ამ ქმედებებს წინ უსწრებდა მის მეირ ნოვა ტექნოლოჯის მითვისების უამრავი მცდელობა აქციათა საეჭვო ვითარებაში შეძენის, კომპანიის გენერალური დირექტორის და სხვა მენეჯერების გადაბირების, ასევე საბანკო მომსახურეობაზე კაბალური პირობების დაწესების ჩათვლით.
„ჩვენ უკვე მივმართეთ პრემიერ-მინისტრს, ვიცე-პრემიერს-ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს, საგადსახადო ომბუდსმენს, თბილისის საკრებულოს, მაგრამ მდგომარეობა ამ დრომდე სამწუხაროდ უცვლელია. თუ ბაზარზე ეს სიტუაცია შენარჩუნდა და მდგომარეობა სასწრაფოდ არ გამოსწორდა 3 ათასზე მეტი ადამიანი სამსახურს უახლოეს პერიოდში დაკარგავს. მიგვჩანია, რომ იკვეთება კონკურენციის წესების დარღვევა. ცალკეული ეპიზოდები კი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. საუბარია სახელმწიფო შესყიდვის და ქონების განკარგვის წესების დარღვევებზე“-აცხადებს სწრაფი გადახდების კომპანიების წარმომადგენელი აკაკი ჩარგეიშვილი.
აკაკი ჩარგეიშვილის ინფორმაციით, „ნოვა ტექნოლოჯის“ განცადებებს უკვე გამოეხმარნენ განცხადების ადრესატები. ეკონომიკისა და მდგრადი განვჲარების სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს მათ კომპეტენციაში არ შედის და საკითხით თავისუფალი კონკურენციისა და შესყიდების სააგენტო უნდა დაინტერესებულიყო. სააგენტში საკითხის გადასწყვეტად კანონმდებლობის არქონა დაასახელეს. კიდევ ერთი ადრესატი საქართველოს ეროვნული ბანკი ამ დღომდე დუმილს ინარჩუნებს.
2013 წლის 1 აპრილიდან სწრაფი გადახდის აპარატებით მობილური ტელეფონის ბალანსის შევსების საკომისიოს ოდენობა ჩარიცხული თანხის 4 პროცენტით განისაზღვრა. კომპანიებმა საკომისიოს პროცენტი დამოუკიდებლად განსაზღვრეს. ამ დროისათვის ნულპროცენტიანი საკომისიო მხოლოდ „საქართველოს ბანკის“ სწრაფი გადახდის აპარატებზე მოქმედებს.
ადგილობრივ ბაზარზე სწრაფი გადარიცხვის აპარატები ოთხ კომპანიას- „ნოვა ტექნოლოჯის“, „OSPM“–ს. , Express pay–ს და „თიბისი pay“ –ის აქვს. კომპანიების ინფორმაციით, ყოველდღიურად საქართველოში 10 000-ზე მეტი ტერმინალის მეშვეობით 60 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს.
სწრაფი გადახდის აპარატების მფლობელი კომპანიები აცხადებენ, რომ „საქართველოს ბანკის“ სწრაფი გადახდის აპარატებზე ნულპროცენტიანი საკომისიოს შემოღების შემდეგ ისინი ფინანსურ ზარალს განიცდიან.
„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ აზრს მოკლებულია „ნოვა ტექნოლოჯის“ და OSMP–ის მტკიცება „საქართველოს ბანკის“ მიერ ბაზარზე კონკურენტული გარემოს განადგურების თაობაზე:
„როდესაც სწრაფი გადახდის თითქმის ყველა ოპერატორმა ერთდროულად დაუწესა მომხმარებლებს ერთი და იგივე ტარიფი და „საქართველოს ბანკი“ იყო იმ მცირერიცხოვან ოპერატორებს შორის, რომელთაც, სწორედაც რომ მომხმარებლის მიზიდვისა და კონკურენციის გაღვივების მიზნით, გადაწყვიტა მომხმარებელს დაუტოვოს არჩევანის შესაძლებლობა, მობილურის ბალანსის საკომისიო ჰქონდეს 0%. „საქართველოს ბანკს“ არაერთხელ განუცხადებია, რომ მისთვის საინტერესოა მთლიანად სწრაფი გადახდების სერვისის ეფექტურობა მომხმარებელთა კმაყოფილების ფონზე და არა ამ ბიზნესის ცალკეული მიმართულებების მომგებიანობის კონტროლი.“
