ახალი ამბები

ივანიშვილი ლატვიასა და ესტონეთს ეწვევა

2 სექტემბერი, 2013 • 923
ივანიშვილი ლატვიასა და ესტონეთს ეწვევა

ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 2 სექტემბერს, სასტუმრო “რედისონში” მიმდინარე ამბასოდიარიალზე სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ალტერნატივა არა აქვს. მისი თქმით, ამ მხრივ მნიშვნელოვანია ვილნიუსის სამიტი, სადაც მოხდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება.

 

პრემიერის განცხადებით, ნატოს წევრობა საქართველოს უსაფრთხოების გარანტიაა და ამისათვის, ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სხვა ასპირანტ ქვეყნებთან ერთად ნატოს გაფართოების შემდგომ ტალღაში აღმოჩნდეს.

 

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა, ასევე, ისაუბრა საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, მან სწორედ ამ ქვეყნებში განახორციელა თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტები.

 

პრემიერმა ხაზი გაუსვა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის კუთხით მიღწეულ პროგრესს. თუმცა, მისი თქმით, რუსეთის მხრიდან არ არის ადეკვატური პასუხი:

 

“აღსანიშნავია, რომ ჩვენმა მეგობრებმა მოგვიწონეს რუსეთთან დიალოგის ეს ფორმატი, როგორც კონსტრუქციული ნაბიჯი მიმართული დაძაბულობის შემცირებისაკენ. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი დიდი ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთმა კვლავ გადმოწია მავთულხართები ჩვენი ქვეყნის სიღრმეში, რაც არ არის ადკვატური პასუხი იმ პოზიტიურ ნაბიჯებზე, რომელიც ბოლო დროს ორ ქვეყანას შორის განხორციელდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვინარჩუნებთ სიმშვიდეს და კვლავ თანმიმდევრულად ვაგრძელებთ ჩვენ მიერ დასახულ პრაგმატულ პოლიტიკას”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი