ახალი ამბები

სამხრეთ აფრიკაში, ოქროს მომპოვებელ მაღაროში ჩარჩენილი ათასამდე მუშა გადაარჩინეს

2 თებერვალი, 2018 • 1729
სამხრეთ აფრიკაში, ოქროს მომპოვებელ მაღაროში ჩარჩენილი ათასამდე მუშა გადაარჩინეს

სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგიდან 290 კილომეტრში მდებარე ოქროს მაღაროში, 995 მუშა ერთი კილომეტრის სიღრმეზე ორი დღის განმავლობაში იყო ჩარჩენილი. მაშველებმა მათი ამოყვანა უვნებლად შეძლეს.

შტორმის გამო ელექტროენერგიის მიწოდება მაღაროს 31 იანვარს შეუწყდა, შედეგად, გაითიშა კომუნიკაციები და ლიფტი. მაშველებმა მაშინ განაცხადეს, რომ მაღაროელთა სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო.

რამდენიმესაათიანი დაძაბული მუშაობის შემდეგ, მაღაროელებს მიაწოდეს საკვები და წყალი. ადგილზე მობილიზებული იყო ათეულობით სასწრაფო დახმარების მანქანა.

სამხრეთ აფრიკა ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოა ოქროს მომწოვებელ ქვეყნებს შორის, თუმცა ინდუსტრიაში დასაქმებულთა უსაფრთხოება დაცული არ არის. მხოლოდ 2017 წელს ოქროს მაღაროებში 17 ადამიანი დაიღუპა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი