ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში შემცირდა მათი რიცხვი, ვინც რუსეთს მთავარ მეგობრად მიიჩნევს – კავკასიის ბარომეტრი

1 თებერვალი, 2018 • 3150
სომხეთში შემცირდა მათი რიცხვი, ვინც რუსეთს მთავარ მეგობრად მიიჩნევს – კავკასიის ბარომეტრი

CRRC–ის კვლევის მიხედვით, სომხეთში მცირდება მათი რაოდენობა, ვისაც რუსეთი მეგობარ ქვეყნად მიაჩნია. ასევე მცირდება მათი რაოდენობა, ვინც თურქეთს მტრად აღიქვამს.

2017 წლის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 64%–ს მიაჩნია რუსეთი მთავარ მეგობრად. საფრანგეთს 5% მიიჩნევს მთავარ მოკავშირედ. 17% ამბობს, რომ არცერთი არაა სომხეთის მეგობარი, 4%–ს კი არ აქვს პასუხი.

სომხეთი: მთავარი მტერი/CRRC. მიიტანეთ კურსორი.

კვლევის მიხედვით, გაიზარდა მათი რაოდენობა, ვინც ამბობს, რომ არც ერთი არაა სომხეთის მთავარი მეგობარი. 2013 წელს ასე ფიქრობდა გამოკითხულთა 4%.

სომხეთი: მთავარი მეგობარი/CRRC. მიიტანეთ კურსორი.

სომხეთში გამოკითხულთა 1%–ს მიაჩნია, რომ აშშ სომხეთის მთავარი მეგობარია, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც აშშ–ს მეგობრად 25% მიიჩნევს.

მთავარი მტერი: საქართველოსა და სომხეთის შედარება/CRRC. მიიტანეთ კურსორი.

სომხეთში იკლებს მათი რაოდენობა, ვისაც მიაჩნია, რომ რუსეთი მთავარი მეგობარია. 2013 წელს 83%–ს მიაჩნდა, რომ რუსეთი მთავარი მეგობარია, 2015 წელს ამ ადამიანების რაოდენობა 75%–მდე დავიდა, ხოლო 2017 წელს ეს მაჩვენებელი 64%-ს გაუტოლდა.

იზრდება ირანის მაჩვენებელი – 2013 წელს 1% მიიჩნევდა სომხეთის სამხრეთელ მეზობელს მთავარ მეგობრად, 2017 წელს კი ამგვარად 4% ფიქრობს.

რაც შეეხება საქართველოს, რომელიც სომხეთს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება და მთავარ მეგობრად დასახელებულ რუსეთთან დამაკავშირებელი ქვეყანაა, მას 3% მიიჩნევს მთავარ მეგობარ ქვეყნად.

მთავარი მეგობარი: საქართველოსა და სომხეთის შედარება/CRRC. მიიტანეთ კურსორი.

სომხეთის მთავარ მტრად გამოკითხულთა 76% აზერბაიჯანს მიიჩნევს. 2013 წელს გამოკითხულთა 66% მიიჩნევდა აზერბაიჯანს. თურქეთი, როგორც მთავარი მტერი, 2013 წელთან შედარებით უფრო ნაკლებ ადამიანს მიაჩნია.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, აქ ბოლო გამოკითხვა 2013 წელს ჩატარდა. აზერბაიჯანში 90% მიიჩნევს, რომ მთავარი მტერი სომხეთია, რუსეთს მთავარ მტრად ასახელებს 7%.

რაც შეეხება მეგობარს, 2013 წელს 91%–ს მიაჩნდა, რომ აზერბაიჯანის მთავარი მეგობარი თურქეთია. რუსეთს და ირანს მთავარ მეგობრად თითო-თითო პროცენტი ასახელებს.

მთავარი მეგობარი: აზერბაიჯანი/CRRC. მიიტანეთ კურსორი.

დღეს, 1 თებერვალს, CRRC–საქართველომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა “კავკასიის ბარომეტრი 2017”–ის შედეგი გამოაქვენა. კვლევა საქართველოს მასშტაბით- დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობისთვის- ჩაატარა. ავტორების თქმით, გამოკითხვა წარმომადგენლობითია.

კვლევის ფარგლებში გამოკითხეს 2 379 რესპონდენტი. საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 23 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე. გამოპასუხება- 58%, საშუალო ცდომილებაა 2%. სომხეთში საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 13–27 ოქტომბერს. 1648 რესპონდენტი გამოკითხეს, გამოპასუხებაა 57%.

მასალების გადაბეჭდვის წესი