ახალი ამბები

მაია ფანჯიკიძე: „სირიიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანას ვცდილობთ”

30 აგვისტო, 2013 •
მაია ფანჯიკიძე: „სირიიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანას ვცდილობთ”

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე

„ჩვენ ვგმობთ სირიაში განხორციელებულ ძალადობას, რომელსაც 100 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემხვერპლა უკვე. ამ ძალადობის კულმინაცია იყო ქიმიური იარაღის გამოყენება, რაც წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევას. სირიაში მიმდინარე კრიზისის განმავლობაში, საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა საერთაშორისო თანამეგობრობის მიდგომებს და ინიციატივებს, მათ შორის გაეროს და არაბთა ლიგის ერთობლივი წარმომადგენლობის მისიას და გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს, რომელიც მოუწოდებენ სირიაში ადამიანის უფლებების დაცვისა და პოლიტიკური ტრანზიციისაკენ.

 

საქართველო მიესალმება და მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების მზადყოფნას, უფრო აქტიური როლი შეასრულოს სირიაში ჰუმანიტარული კატასტროფების დაძლევის საქმეში, და რეჟიმს, რომელმაც ჩაიდინა ეს დანაშაული, პასუხი აგებინოს ამ ფუნდამენტური საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმის დარღვევისათვის“.

 

მაია ფანჯიკიძემ განცხადება სირიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობაზეც გააკეთა. მისი თქმით, ამ დროისთვის სირიაში 22 საქართველოს მოქალაქე იმყოფება:

 

„ესენი არიან ქალბატონები, რომლებიც იქ ბიზნესსაქმიანობას ეწევიან. ჩვენ საკონსულოს და საელჩოს კაიროში აქვს მუდმივი კონტაქტი მათთან, რადგან ჩვენ სირიას ვფარავთ ეგვიპტიდან. ჩვენ ვცდილობთ მათი სირიიდან გამოყვანის გზების პოვნას, თუმცა, ეს არ არის მარტივი.

 

ჩვენ 2011 წლიდან მოქალაქეებს მუდმივად ვაფრთხილებდით, რომ არ გამგზავრებულიყვნენ სირიაში. ზოგიერთ მათგანს, ჩვენი ინფორმაციით, არ სურს სირიის დატოვება, მაგრამ ჩვენ გზებს მაინც ვეძებთ. ერთ-ერთი უსაფრთხო გზა არის მათი ბეირუთში გადასვლა და იქედან საქართველოში დაბრუნება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი