ბარნოვის თქმით, რამდენიმე დღის წინ გასულმა სიუჟეტმა, რომელშიც ნაჩვენები იყო, თუ როგორი უშუალო ურთიერთობა აქვს პრეზიდენტს ხალხთან, ხელისფლების წარმომადგენლები გააღიზიანა:

“ორი დღის წინ, თუ არ ვცდები, სიუჟეტიც გავიდა ტელევიზიით და, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ სიუჟეტმა გააღიზიანა რამდენიმე პირი ხელისუფლებაში, მათ სასწრაფოდ მოიხმეს ვაჩნაძე, როგორც ვიცით, გადაუხადეს მას სასტუმროს ფული, მისცეს დამატებითი ჰონორარიც და დაავალეს, რომ ჩასულიყო იქ და მოეწყო ეს არეულობა, რაც გააკეთა კიდევაც, და სწორედ ამ ხელისუფლების მიერ ხელდასმით შეიძლება აიხსნას ის განსაკუთრებლი თავგამოდება, რასაც გუშინ ის იჩენდა”, – განაცხადა ანდრო ბარნოვმა.
მელორ ვაჩნაძე ბათუმში, “პიაცაზე”, 27 აგვისტოს, საღამოს მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრებთან კონფლიქტის გამო დააკავეს. დაკავებულის სასამართლო პროცესი ბათუმის სასამართლოში მიმდინარეობს.
