სხდომაზე დეპუტატებმა ბიუჯეტში ცვლილების შეტანის და დაგეგმილ შესყიდვებში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. ცვლილებების მიხედვიტ, რომელიც ხმათა უმრავლესობიტ დამტკიცდა, ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარი ქალაქში ვიდეკამერების დასაყენებლად გამოიყო. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი ამბობ, თანხის გამოყოფის თხოვნა შს სამინისტროსგან მიიღეს: 

ბიუჯეტში ცვლილება განხორციელდა იმის გამო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან იყო თხოვნა, რომ ქალაქ ქუთაისში დაგვემონტაჟებინა დამატებით ვიდეოთვალები და ამისთვის ჩვენ გამოვყავით 250 ათასი ლარი, შევიტანეთ შესაბამისი ცვლილება ბიუჯეტში. ასევე განხილული იქნა ყაზბეგის ქუჩის მესამე და მეხუთე ჩიხში ღვარსადენების მოწყობის საკითხი. ბიუჯეტში შევიტანეთ ცვლილება და კდიევ იყო მიმდინარე საკითხები. კამერების დაყენება თვითმმართველობის კომპეტენციაა. “

მერიის ფინანსურიი სამსხურის უფროსის ირაკლი ავალიანის თქმით, ბიუჯეტში ტენდერებისთვის თანხა არსებობს:

“გზებისა და ხიდების რეკონსტრუქციის პროგრამას მოაკლდა 214 ათასი ლარი, ისე რომ შესრულებული სამუშაოს მოცულობა არ შემცირეულა, ეს იყო ნაშთი. ორგანიზაციებმა შეასრულეს სამუშაოები, დარჩა გარკვეული თანხა აუთვისებელი და ამ თანხებზეა საუბარი. გაიზარდა გარე განათებების, შუქნიშნებისა და ვიდეკონტროლის რეაბილიტაციის ორიგრამა 250 ათასი ლარით. ეს ითვალისწინებს ვიდეოკონტროლის აპარატების დამონტაჟებას, ქალაქის ცენტრსა და სხვადასხვა გზაჯვარედინებზე.ასევე საკანალიზაციო და ღვარსადენი სისტემის რეაბილიტაციას დაემატა 20 ათასი ლარი, ქალაქის გამწვანებას, მოვლა-პატრონობას და სკვერების კეთილმოწყობას მოაკლდა  56 ათასი ლარი. ტენდერი გამოცხადებულია, თანხები არის, ღონისძიებებიდან თანხები არ არის გამოთავისუფლებული. 20 ათასი ლარი მოემატა შპს “ქუთსპეცავტოს” სუბსიდიის სახით, თანამშრომლების ხელფასების გასაზრდელად და 20 ათასი ლარით შემცირდა ფინანსური რესურსი. ეს ის თანხაა, რომელიც წლის დასაწყისში გადმოყვა ბიუჯეტს წინა წლიდან.”

წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრებმაც დაუჭირეს. როგორც ფრაქციის თავმჯდომარე გია უკლება ამბობს, აღნისნული პროექტები მათი დაწყებულია:

“მოხარული ვარ, რომ ეს პროექტი გრძელდება. მთავარი ფაქტორი ქალაქისა და მისი ღირსების საკითხი არის ის, თუ როგორი შუქნიშნები აქვს, როგორი საგზაო ნიშნები აქვს, გზა როგორ გამოიყურება და განათება როგორი აქვს ქუჩებს. ეს არის აუცილებელი ატრიბუტი ქალაქის განვითარებისთვის და ბუნებრივია ჩვენ ამ საკითხს მხარი დავუწირეთ.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *