ახალი ამბები

ჭერის ჩამონგრევის გამო მეტრო დროებით იმოძრავებს ახმეტელის თეატრიდან 300 არაგველამდე

30 იანვარი, 2018 • 1980
ჭერის ჩამონგრევის გამო მეტრო დროებით იმოძრავებს ახმეტელის თეატრიდან 300 არაგველამდე

მეტროსადგურ ვარკეთილში შეკიდული ჭერის ჩამონგრევის გამო თბილისის მეტრო დროებით იმოძრავებს „ახმეტელის თეატრიდან“ „300
არაგველამდე“  – ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს განცხადებას.

დღეს, 30 იანვარს, დაახლოებით დილის 10:30 საათზე მეტროსადგურ ვარკეთილში შეკიდული ჭერი ჩამოინგრა, რის გამოც, ბოლო ცნობებით, 11 ადამიანი არის დაშავებული.

სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

“ადგილზე სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურების მობილიზება ოპერატიულად მოხდა. სადგურიდან მგზავრების გამოყვანა მიმდინარეობს. თბილისის მეტრო დროებით „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“ იმოძრავებს. შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს,”- აცხადებს სატრანსპორტო კომპანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი