ახალი ამბები

ჭელაში დაკავებული ცხრავე პირი გაათავისუფლეს

27 აგვისტო, 2013 •
ჭელაში დაკავებული ცხრავე პირი გაათავისუფლეს

ადვოკატ ნუგზარ სამარჯიშვილის განცხადებით, ამჟამად გათავისუფლებული სამი პირი, რომელთაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის იყვნენ პასუხისგებაში მიცემული, სასამრთლოს განხილვის მოლოდინშია. სასჯელი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

 

“შესაძლებელია, შემდგომში, გამოძიების ეტაპზე საერთოდაც შეწყდეს, ეგ არ არის ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. თუმცა პროცედურულად ახლა აუცილებლად აღმკვეთი ღონისძიება უნდა შეეფარდოს,”- განაცხადა სამარჯიშვილმა. 

 

ადვოკატის თქმით, რადგანაც საქმე სსკ-ის 353-ე მუხლის მიხედვითაა აღძრული, სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე ისმჯელებს. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ გამოძიება მუხლის კვალიფიკაციას შეცვლის. ადვოკატის თქმით, სასამართლო განხილვა 24 საათის ვადაში, დღეს ან ხვალ, უნდა იყოს. 

 

სოფელ ჭელაში დაკავებული 9 პირი პილიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს, მაშინ, როცა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები სოფლის მეჩეთზე მინარეთის დემონტაჟს აწარმოებდნენ. ადიგენის მუნიციპალიტეტის განცხადებით, მინარეთი კანონის დარღვევით იყო აშენებული. 

მასალების გადაბეჭდვის წესი