“საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში სამხედრო მოსამსახურეთა განსაკუთრებული წვლილისა და შეიარაღებული ძალების განსაკუთრებული დანიშნულების გათვალისწინებით, გადაეცეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბობოყვათის საპრეზიდენტო რეზიდენციის შენობა-ნაგებობები და მათზე დადგენილი წესით დამაგრებული მიწის ფართობი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახების წევრთათვის და დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების წევრთათვის დასასვენებელ სახლად გამოყენების მიზნით.
ეთხოვოს საქართველოს მთავრობას კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების დროული განხორციელება ამ განკარგულების შესრულების მიზანი”. – ნათქვამია განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრეზიდენტი აწერს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციის დასასვენებელ სანატორიუმად გადაკეთების ინიციატივით 23 აგვისტოს გამოვიდა:
“ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენცია, თავის დროს, ცკ-ს მდივნის რეზიდენცია იყო, შემდეგ ასლან აბაშიძის, შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია, თუმცა მე აქ იშვიათად ვჩერდებოდი. მინდა, ამიერიდან ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრების დასასვენებლად გამოვიყენოთ, ისევე როგორც შეიარაღებული ძალების ოფიცრებისა და სხვა სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრთა დასასვენებელ სახლად”, – განაცხადა სააკაშვილმა.
