“შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მოიხადა ბოდიში იმ უხერხულობისთვის, რაც ამ რეიდებით ჩვენს მოქალაქეებს შეუქმნეს და არავინ არ უარყოფს იმას, რომ მოქალაქეებს უხერხულობა შეექმნათ. შესაბამისი უწყება თვლის, რომ ეს აუცილებელი იყო დანაშაულთან ბრძოლისათვის, და მე არაფერი დამრჩენია, თუ არა ის, რომ ვირწმუნო ეს და, პირიქით, ჩემს ხელთ არსებული ბერკეტებით ხელი შევუწყო დანაშაულთან ბრძოლას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა დღეს, 27 აგვისტოს, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

