ახალი ამბები

წულუკიანი: გიგი კალანდაძეს ვურჩევდი დაფიქრდეს, როგორ შევა ჯარის ისტორიაში

27 აგვისტო, 2013 •
წულუკიანი: გიგი კალანდაძეს ვურჩევდი დაფიქრდეს, როგორ შევა ჯარის ისტორიაში

“გიგი კალანდაძეს მე ვურჩევდი, რომ დაკავდეს იმ ჯარისკაცის ტრაგიკული ბედით, რომელიც მისი ბედია და დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორ შევა ის ქართული ჯარის ისტორიაში. ეს მხოლოდ მისი და მისი სინდისის საქმეა. რაც შეეხება სასამართლო სარჩელს, ამაზე იმსჯელებს მოსამართლე და მე პირადად დაველოდები ძალიან მშვიდად მისამართლის გადაწყვეტრილებას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა დღეს, 27 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.

 

გიგი  კალანდაძემ იუსტიციის და თავდაცვის მინისტრების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა 26 აგვისტოს შეიტანა:

 

“შევიტანე სარჩელი ირაკლი ალასანიასა და თეა წულუკიანის წინააღმდეგ. მათმა გამოსვლებმა და განცხადებებმა საერთოდ ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა. ალასანიასთან მიმართებაში, მან დამადანაშაულა, რომ მე თითქოს მივითვისე 500 ათასი ლარი. წულუკიანის შემთხვევეში კი, თითქოსდა დავდიოდი და ვახორციელებდი ზეწოლას სამეგრელოს რეგიონში მოწმეებზე”, – განაცხადა კალანდაძემ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი