ახალი ამბებისამართალი

სოსო ბარათაშვილი ჩაბუქის საქმეზე: ეს უკიდურესად პოლიტიზებული გადაწყვეტილებაა

26 იანვარი, 2018 • 3300
სოსო ბარათაშვილი ჩაბუქის საქმეზე: ეს უკიდურესად პოლიტიზებული გადაწყვეტილებაა

მუსტაფა ემრე ჩებუქის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მუსტაფა ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მიუნიჭებლობის შესახებ უსამართლო და უკიდურესად პოლიტიზებულია.

“ამ გადაწყვეტილებას არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან, ეს არის უკიდურესად პოლიტიზებული გადაწყვეტილება, როდესაც სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში არ იხსენიებს არცერთ მტკიცებულებას, როდესაც მოწინააღმდეგე მხარეს, ლტოლვლითა სამინისტროს საერთოდ არ გააჩნია მტკიცებულებები, როდესაც ჩვენ წარვუდგინეთ 600 გვერდზე მეტი მტკიცებულება, დამატებით უახლესი ინორმაცია იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში თურქეთში, მხოლოდ ერთი განცდა რჩება, რომ ეს არის უსამართლობა, რომ ამ გადაწყვეტილებას და პროცესს საერთო არაფერი აქვს მართლმსაჯულებასთან,”- აცხადებს სოსო ბარათაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.

მანვე განაცხადა, რომ გეგმავენ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ ექსტრადიციის შეჩერების მოთხოვნით.

“იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მეშვეობით დაიეყწება საექსტრადიციო პროცედურები და სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილება, რომ იუსტიციის მინისტრს დაერთოს ნება ექსტრადიციის თაობაზე განკარგულების გამოცემის შესახებ, ბუნებრივია, მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ექატრადიციის შეჩერების შესახებ,”- განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

დღეს, 26 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, მოსამართლეების – შოთა გეწაძის, ილონა თოდუას და გიორგი გოგიაშვილის შემადგენლობით, ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მუსტაფა ჩაბუქსა და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი