ახალი ამბები

შეკვეთილში 13 წლის მოზარდი ზღვაში დაიხრჩო

27 აგვისტო, 2013 •
შეკვეთილში 13 წლის მოზარდი ზღვაში დაიხრჩო

შეკვეთილში,ზღვაში ხუთი მოზარდი მორევმა ჩაითრია. როგორც „ბათუმელებს” გურიის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის უფროსმა, შალვა ბოლქვაძემ განუცხადა, ოთხი მოზარდის გამოყვანა და გადარჩენა მოხერხდა, ერთი მათგანი კი, 13 წლის მოზარდი დაიღუპა. 



გურიის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის უფროსის თქმით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

შემთხვევა დღეს საღამოს, დაახლოებით 5 საათზე მოხდა. მოზარდები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებნი არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი