ახალი ამბები

დიმიტრი ქუმსიშვილმა შპს “ოცნების” გაფართოებული საწარმო გახსნა

26 იანვარი, 2018 • 1794
დიმიტრი ქუმსიშვილმა შპს “ოცნების” გაფართოებული საწარმო გახსნა

ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, სამთავრობო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, “შპს” ოცნების გაფართოებული საწარმო გახსნა. კომპანიამ, რომელიც მხოლოდ სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტირებით იყო დაკავებული,  საკუთარი ხისა და ლითონის კარის საწარმო ააშენა და პროდუქციას უშვებს ქართული ბრენდით “მეგადორსი”.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 424 000 ლარია. აგრეთვე , “მეგადორსს” სსიპ  ქონების ეროვნული სააგენტოსგან 5 184 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცა.

საწარმო „მეგადორსი“ ეკონ­ომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარ­გლებში სარგებლობს როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული კომპო­ნენ­ტით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადა­ფი­ნა­ნსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“განახორციელებს, ხოლო საწარმოს ასაშე­ნე­ბლად კომპანიას  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან  5 184 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა.  სააგენტოს “აწარმოე საქართელოში“ხელშეწყობით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა  2 424 000 ლარს  შეადგენს.” –  ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში

სამინისტროს განცხადების მიხედვით, საწარმოში ამჟამად მუშაობს 42 ადამიანი, სერიულად იწარმოება 100-ზემეტი სახეობის მაღალი ხა­რი­სხის ხის და ლი­­თო­ნის კარი, ასევე მიიღება ინდივიდულური  შეკვეთებიც, ხოლო მიმდი­ნა­რე პერიოდისათვის საწარმოს წარმადობა შეადგენს თვეში 2000 კარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი