ახალი ამბები

“ცოცხალი ჯაჭვი” პარლამენტის გარშემო – “ბახალას” მხარდასაჭერი აქცია თბილისში [ფოტო]

25 იანვარი, 2018 • 2338
“ცოცხალი ჯაჭვი” პარლამენტის გარშემო –  “ბახალას” მხარდასაჭერი აქცია თბილისში [ფოტო]

თბილისში, პარლამენტის შენობასთან მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (“ბახალა”) მხარდასაჭერი აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ირგვლივ “ცოცხალი ჯაჭვი” შეკრეს და ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია მოითხოვეს.

პარლამენტს შენობასთან “ბახალას” მეგობრებმა და მხარდამჭერებმა აქციის მონაწილეებს მიმართეს და გიორგანაშვილისა და “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტის, ბექა წიქარიშვილის გათავისუფლება მოითხოვეს, რომელსაც სასამართლომ 14 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამ მოთხოვნით გიორგანაშვილის მხარდამჭერებმა პეტიციაც მოამზადეს. პეტიციის ხელმომწერები საქართველოს პრეზიდენტს გიორგანაშვილი შეიწყალოს.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ამ მოთხოვნებით აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს, სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას კი მოგვიანებით გაავრცელებენ.

აქციის, რომელსაც “თეთრი ხმაურის მოძრაობა” და 20-მდე სხვა ორგანიზაცია უერთდება მთავარი მოთხოვნები იყო:

1. გიორგი გორგანაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საპატიმრო დაწესებულებიდან;
2. გათავისუფლდეს თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი ბექა წიქარიშვილი;
3. კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ საქმეში მონაწილე პოლიციელები;
4. უმოკლეს ვადებში შეიცვალოს რეპრესიული და არაჰუმანური ნარკოპოლიტკა.
5. მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიჩინოს კეთილი ნება, გამოიყენოს საკუთარი უფლება-მოსილება და დაგვიბრუნოს გიორგი გიორგანაშვილი.

თბილისში, პარლამენტის შენობასთან მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (“ბახალა”) მხარდასაჭერი აქცია გაიმართა 25.01.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ამბის წინაისტორია

  • 23 იანვარი: თბილისის საქალაქო სასამართლომ  ნარკოდანაშაულში ბრალდებულ გიორგი გიორგანაშვილს  (ბახალას) 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა.  გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს. მან უარი თქვა საპროცესო შეთანხმებაზეც. მისი ადვოკატის თქმით, “ბახალას” ნარკოტიკი ჩაუდეს, რადგან გიორგანაშვილის დაკავების ინტერესი ის იყო, რომ პოლიცია სხვა საქმესთან თანამშრომლობას სთხოვდა, ასევე, ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რის შესახებაც არაფერი იცოდა.
  • 24 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ “თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი” ბექა წიქარიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 14 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. წიქარიშვილი პოლიციამ 23 იანვარს მას შემდეგ დააკავა, რაც მოსამართლის მიერ “ბახალას” საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდე გაქტივისტმა პროტესტის ნიშნად სასამართლოს შენობას აგური ესროლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი