ახალი ამბები

მარგველაშვილმა მოქალაქეების შემოწმებაზე და რუსეთზე ისაუბრა

26 აგვისტო, 2013 •
მარგველაშვილმა მოქალაქეების შემოწმებაზე და რუსეთზე ისაუბრა

აღნიშნული განცხადება მან დღეს, 26 ივლისს, თერჯოლაში წინასაარჩევნო შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

 

გიორგი მარგველაშვილი,თერჯოლა, 2013 წელი, საარჩევნო კამპანია
გიორგი მარგველაშვილი,თერჯოლა, 2013 წელი, საარჩევნო კამპანია

“ჩემთვის ძალიან საინტერესოა ეს კვლევა, საინტერესოა. ჩემი აზრით, შესაძლოა, ასახავდეს რეალურ ვითარებას. კონკურენტების პოტენციალი ჩემთვის ცოტა გადამეტებულად ჩანს მაგ კვლევაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მე ჯერ არ გავცნობივარ, ვნახავ ამ კვლევას და უფრო დეტალურად გეტყვით.“

 

 მარგველაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაზეც ისაუბრა, რომელშიც ნათქვამია,  რომ რუსეთი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების განცხადებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების შესაძლო აღდგენასა და მათთან პირდაპირი დიალოგის დაწყების შესახებ. მისი თქმით, პრობლემის გადასაწყვეტად რუსეთმა პოზიტიური როლი უნდა შეასრულოს:

 

„მე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში არსებობს ოცწლიანი უარყოფითი გამოცდილება რუსეთის მიერ ამ პრობლემის მოგვარების. ჩვენ გვინდა გვჯეროდეს, რომ რუსეთი იტვირთავს უფრო პოზიტიურ როლს და ეს პოზიტიური როლი იქნება სწორედ იმ საერთაშორისო კონტექსტში, რომელშიც რუსეთი შესულია. ეს პრობლემა ერთბაშად ვერ გადაწყდა, მაგრამ საერთაშორისო მეგობრობის უფრო აქტიური ჩართულობით, რუსეთის, შესაძლოა, უფრო პოზიტიური როლი, ეს პრობლემა, შესაძლოა, გადაწყდეს.“

 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს შს სამინისტროს მიერ ბოლო დღეებში მოქალაქეების შემოწმების მომრავლებულ ფაქტებს, იმ ფონზე, როდესაც აცხადებენ, რომ კრიმინალმა იკლო, მარგველაშვილი პასუხობს:

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა, ბუნებრივია, არის პირდაპირპროპოციული იმ პროცესისა, როდესაც ხდება კრიმინალის კლება. შესაბამისად, კრიმინალი იკლებს, იმიტომ, რომ სამინისტრო მუშაობს. ეს, ჩემი აზრით, ლოგიკურია.”  

მასალების გადაბეჭდვის წესი