ახალი ამბები

შსს: პირადი ჩხრეკისას ერთ პირს უკანონო იარაღი აღმოაჩნდა

26 აგვისტო, 2013 • 1122
შსს: პირადი ჩხრეკისას ერთ პირს უკანონო იარაღი აღმოაჩნდა

შსს–ს ინფორმაციით, აღნიშნული პირი თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე სკვერში იმყოფებოდა, პირადი ჩხრეკისას მას „ჩე-ზე 75“-ის მოდელის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და 13 საბრძოლო ვაზნა აღმოაჩნდა.


“ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი