სამინისტროს ინფორმაციით, პატიმარი წარსულში არაერთხელ მიმართავდა თვითდაზიანებას:
“სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა. პირველადი ინფორმაციით, მსჯავრდებული გ.ჯ. რომელმაც წარსულში არაერთხელ მიმართა თვითდაზიანებას, საკანში მექანიკური ასფიქსიით(სუნთქვის შეწყვეტა) გარდაცვლილი იპოვეს. 2013 წლის იანვრის შემდეგ, მსჯავრდებული გ.ჯ. თვითდაზიანებების გამო 5-ჯერ გადაყვანეს სამოქალაქო საავადმყოფოებში, სადაც მას დროული და ადეკვატური დახმარება აღმოუჩინეს. მსჯავრდებულს არაერთხელ გაეწია ფსიქიატრის კონსულტაცია, რის საფუძველზეც სათანადო მკურნალობა ჩაუტარდა. მასთან მუშაობდა ფსიქოლოგიც”, – ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, მსჯავრდებული სასჯელს 2009 წლიდან იხდიდა.





