ახალი ამბები

სამი ქართული კომპანია, რომელიც გერმანიაში სათამაშოების გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას

24 იანვარი, 2018 •
სამი ქართული კომპანია, რომელიც გერმანიაში სათამაშოების გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას

31 იანვრიდან-4 თებერვლის ჩათვლით, გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში, სათამაშოების გამოფენაზე “Spielwarenmesse 2018”  სამი ქართული კომპანია – “კოდალა“, “ჯეოთოიზ” და “თამაშობანა” მიიღებს მონაწილეობას – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთაშორისო გამოფენაზე ქართული კომპანიები მონაწილეობას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით მიიღებენ.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სათამაშოების წარმოების კუთხით ეს ღონისძიება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია, რომელშიც 60 ქვეყნიდან 2850-ზე მეტი სათამაშოების მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს, ვიზიტორების რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით 73 000-ს შეადგენს.

“სათამაშოების გამოფენაზე – “Spielwarenmesse 2018” მონაწილეობის მიზანი ქართული კომპანიების ხელშეწყობა და უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან და დამკვეთებთან ბიზნესკავშირების დამყარებაა,”- აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი