ახალი ამბებისამართალი

თბილისში პროკურატურის თანამშრომელს მოქალაქემ სცემა და მიიმალა – პროკურატურა

24 იანვარი, 2018 • 2725
თბილისში პროკურატურის თანამშრომელს მოქალაქემ სცემა და მიიმალა – პროკურატურა

23 იანვარს, ღამის საათებში, საქართველოს პროკურატურის თანაშმრომელს მოქალაქემ სცემა, პატრულის გამოჩენის შემდეგ კი მიმალა – ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

მათივე განცხადებით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ ტაქსით მოძრავი მოქალაქე გზის ვიწრო მონაკვეთზე უპირატეს გავლას მოითხოვდა.

გამოძიება პროკურატურის გენინსპექციაში დაიწყო სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

“გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო პროკურატურის თანამშრომლის შეტყობინება, რომ 23 იანვარს, ღამის საათებში, თბილისში, წყნეთის ქუჩის მიმდებარედ მოქალაქემ, რომელიც გადაადგილდებოდა ტაქსით, გზის ვიწრო მონაკვეთზე უპირატესი გავლის მოთხოვნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კუთვნილი ავტომანქანით მოძრავ პროკურატურის თანამშრომელს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოჩენის შემდეგ ადგილიდან მიიმალა,”- აცხადებს პროკურატურა.

პროკურატურის განცხადებითვე, მომხდარი არ უკავშირდება პროკურატურის თანამშრომლის  პროფესიულ საქმიანობას. ამასთანავე, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი