ახალი ამბებისამართალი

“ბახალას” შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართავენ

24 იანვარი, 2018 • 2184
“ბახალას” შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართავენ

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული გიორგი გიორგანაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართავენ – შესაბამისი პეტიცია manifest.ge-ზე არის განთავსებული.

პეტიცია 23 იანვარს განთავსდა ვებ-გვერდზე და ამ დროისთვის ხელს 1100-ზე მეტი ადამიანი აწერს.

23 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შორენა გუნცაძემ ბრალდებული გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) დამნაშავედ ცნო და 0.3726  გრამი ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა.  გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს. მან უარი თქვა საპროცესო შეთანხმებაზეც. ადვოკატის თქმით, “ბახალას” ნარკოტიკი ჩაუდეს, რადგან გიორგანაშვილის დაკავების ინტერესი ის იყო, რომ პოლიცია სხვა საქმესთან თანამშრომლობას სთხოვდა, ასევე, ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რის შესახებაც არაფერი იცოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი