“იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივამ – მიმართვის შემთხვევაში, შეწყალების აქტით მოუხსნას პირს ნასამართლეობა და პირობითი მსჯავრი – საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, პროცესის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, მოქალაქეებმა გაიარონ წინასწარი სატელეფონო რეგისტრაცია”– ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების შემოტანის მსურველებმა წინასწარი სატელეფონო რეგისტრაცია უნდა გაიარონ მითითითებულ ნომრებზე: 282736; 282681; ადმინისტრაციის თანამშრომელს მათ უნდა ჩააწერინონ სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია. შესაბამისად, რეგისტრაციის მსურველს ადმინისტრაციის თანამშრომელი აცნობებს განცხადების შემოტანის კონკრეტულ თარიღს. მსურველები რეგისტრაციას გაივლიან ადგილზეც, განცხადების შემოტანის დროს.
საქართველოს პრეზიდენტი მზადაა, მიმართვის შემთხვევაში, შეწყალების აქტით მოუხსნას პირს ნასამართლეობა და პირობითი მსჯავრი.
“ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯი გადადგას ჩვენი საზოგადოების განახლებისა და გაჯანსაღების მიმართულებით” – ნათქვამია პრეზიდენტის “ფეისბუკის” ოფიცილურ გვერდზე 19 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი აქტი არ შეეხებათ პირებს, რომლებსაც ჩადენილი აქვთ დანაშაული სახელმწიფოს ან კაცობრიობის წინააღმდეგ, ასევე მათ, ვინც გასამართლებულია პედოფილიის ან განზრახ მკვლელობის საფუძველზე.
აღნიშნული აქტი არ შეეხებათ პირებს, რომლებიც გასამართდნენ შემდეგი მუხლების მიხედვით:
მუხ. 108 – განზრახ მკვლელობა; მუხ. 109 – განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში; მუხ. 112 – დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა; მუხ. 140 – სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან; მუხ. 1431 – ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი); მუხ. 1432 – არასრულწლოვანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი); მუხ. 1433 – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა; მუხ. 1441 – წამება; მუხ. 2231 – ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა; მუხ. 229 – აფეთქება; მუხ. 232 – ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება; მუხ. 234 – საქართველოს ტერიტორიაზე რადიაქტიული, ტოქსიკური, სამრეწველო ან საყოფაცხოვრებო ნარჩენის ტრანზიტი ან იმპორტი; მუხ. 2551 – არასრულწლოვანის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონო დამზადებასა და გასაღებაში; ნასამართლეობის მოხნა არ შეეხებათ სსსკ – ის მე-11 კარის(დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ) – XXXVII, XXXVII1 დაXXXVIII თავებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გასამართლებულ პირებს. ნასამართლეობის მოხსნა ასევე არ შეეხებათ სსსკ მე-14კარით (დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ) გასამართლებულ პირებს.
