ახალი ამბები

შსს: ენმ-ის წევრზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

18 იანვარი, 2018 • 1233
შსს: ენმ-ის წევრზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრის, ალექსანდრე კვახაძის შეტყობინების საფუძველზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. კვახაძე აცხადებს, რომ მას დღეს ფულის გამოძალვის მიზნით თავს დაესხნენ. ამ დროისთვის ინციდენტში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულნი არიან.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ალექსანდრე კვახაძის თქმით, მას თავს დღეს, 18 იანვარს, ფულს გამოძალვის მიზნით თავს დაესხნენ. “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართულ ბრიფინგზე კვახაძემ განაცხადა, რომ თავდამსხმელები მისგან ონლაინ სესხის მეშვეობით ფულის გამოტანასა და მათთვის მიცემას ითხოვნენ, ხოლო უარის შემდეგ კვახაძეს ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხმყოფა მიაყენეს.

ხატია დეკანოიძის პრესკონფერენცია ალეკო კვახაძისთვის ფულის გამოძალვის ფაქტის შესახებ

? ხატია დეკანოიძის პრესკონფერენცია ? ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

Posted by ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | United National Movement on 2018 წლის 18 იანვარი, ხუთშაბათი

მასალების გადაბეჭდვის წესი