ახალი ამბები

მეცხრე არხთან დაკავშირებით ინფორმაცია 3 საათზე გავრცელდება

19 აგვისტო, 2013 •
მეცხრე არხთან დაკავშირებით  ინფორმაცია 3 საათზე გავრცელდება

მეცხრე არხი
მეცხრე არხი

ამ თემაზე დეტალური ინფორმაცია დღეს, 3 საათზე  გავრცელდება. ინფორმაცია არხის თანამშრომლებს დღეს თათბირზე გააცნეს. “ნეტგაზეთი” დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს და ოპერატიულად მოგაწვდით. 

 

პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, რომლის მეუღლის საკუთრებაშია მეცხრე არხი, არაერთხელ განაცხადა, რომ მას ეს ფაქტი უხერხულობას უქმნის.

 

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, როდის აპირებს პრემიერ–მინისტრი ტელეკომპანია “მე–9 არხის” გაყიდვას, რომლის მფლობელიც მისი მეუღლე ეკატერინა ხვედელიძეა, ივანიშვილმა 3 ივლისს ასე უპასუხა:

 

“დიდი ხანია ვაპირებ, მაგრამ მინდა, ეს ლამაზად რომ მოხდეს, ისე, რომ ჟურნალისტიკა არ დაზარალდეს და, შესაბამისად, ასე ვაგრძელებ ურთიერთობას. ჟურნალისტები არ უნდა დაზარალდნენ და ამას ძალიან ვითვალისწინებ”

 

“ნეტგაზეთმა” აღნიშნული შეკითხვა პრემიერს 24 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზეც დაუსვა. ივანიშვილმა მაშინ განაცხადა, რომ “მე–9 არხი” არ უნდა დაიხუროს, თუმცა ასევე არ უნდა დარჩეს კითხვები მის მფლობელთან დაკავშირებითაც

 

“ის კითხვები, რაც ჩნდება საზოგადოებაში, რომ პრემიერ-მინისტრს და მის ოჯახს არ უნდა ჰქონდეს არავითარი შეხება ტელევიზიასთან, ძალიან ვცდილობ და ვეძებ ფორმებს, რომ არ დავტოვოთ ეს კითხვები”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი