ოზურგეთის გამგებელის, კონსტანტინე შარაშენიძის თქმით, მსხვერპლი არ არის და ოჯახის ევაკუაცია მოხდა. მეწყერის დროს სახლში ბავშვებიც იმყოფებოდნენ. გამგებლის თქმით, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.
ადგილზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, ამჟამად გეოლოგები მუშაობენ. როგორც გამგებელმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, ჩერმაღალაში ინფრასტრუქტრუს მინისტრ დავით ნარმანიასაც ელოდებიან, რომელიც ამჟამად ურეკში იმყოფება.
დაზარალებული ოჯახის წევრები ამჟამად ნათესავების სახლში იმყოფებიან.
